ფიქრობენ, რომ ტელესკოპის უმთავრესი დანიშნულება ციურ მნათობთა გამოსახულების გადიდებაა. სინამდვილეში ტელესკოპის სიმძლავრე მარტო გამოსახულების გადიდების მიხედვით კი არ განისაზღვრება, არამედ დასამზერი ობიექტის რაც შეიძლება მეტი გამოსხივების შეკრების უნარითაც. ამას განაპირობებს მისი ობიექტივის დიამეტრი, მით მეტია მისი ფართობი, ე.ი. დიდია სინათლის რაოდენობაც, რომელსაც ობიექტივი კრებს და ამიტომ მეტი ვარსკვლავის დანახვა შეგვიძლია. ტელესკოპით ისეთ ვარსკვლავებსაც დავინახავთ, რომლებსაც სუსტი ნათების გამო, შეუიარაღებელი თვალით საერთოდ ვერ ვამჩნევთ. ციურ სხეულებზე ხანგრძლივი დროით დაკვირვებისათვის ტელესკოპს სპეციალურ მბრუნაც სადგომზე ამაგრებენ
ჰაბლის ტელესკოპი

ჰაბლის ტელესკოპს სახელი დაერქვა ცნობილი ასტრონომის ედვინ პ.ჰაბლის (1889-1953) საპატივსაცემოდ. ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი (HST ) წარმოადგენს დიდ, კოსმოსურ ობსერვატორიას, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ასტრონომიის დანვითარებაში. ტელესკოპმა შეგვიქმნა უპრეცენდენტოდ ღრმა და ნათელი წარმოდგენა სამყაროს შესახებ.

გალილეის ტელესკოპი
გასაკვირია, მაგარამ უძველესი ტელესკოპის შემქმნელის ვინაობა დღესაც დავის საგანია. სწავლულების ნაწილი ამბობს, რომ მისი შემქმნელი ჰოლანდიელი ოპტიკოსი, სათვალის ლინზებით მოვაჭრე ზაქარია იანსენია, სხვები კი ვარაუდობენ, რომ ტელესკოპი მე-13 საუკუნის ინგლისელმა ფილოსოფოსმა როჯერ ბეკონმა გამოიგონა. ისიც ცნობილია, რომ უხსოვარი დროის ტელესკოპის შექმნას გალილეო გალილეისაც მიაწერენ. მან 1609 წელს შექმნა ლინზა სათვალისათვის და აღმოაჩინა კომბინაცია, რომელიც მრავალჯერად ახლოხედვას უზრუნველყოფდა. გალილეის ტელესკოპი მხოლოდ სამჯერადი გადიდების საშუალებას იძლეოდა, მაშინ, როცა დღეს უკვე ტელესკოპი 30-ჯერ ადიდებს ობიექტს. მიუხედავად ამისა, გალილეიმ თავისი ხელსაწყოთი მოახერხა იუპიტერის 4 თანამგზავრი, მთვარის არასწორი ზედაპირი და მზის ლაქები დაენახა.