Friday, May 6, 2011

დედამიწა

დედამიწა მზის სისტემის მზიდან მესამე პლანეტაა. იგი უდიდესია დედამიწის ტიპის პლანეტებს შორის და სამყაროში ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი არსებებით. იგი დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ბინებრივი თანამგზავრი მთვარე

  • ეკვატორული რადიუსი: 6 378,1 
  • პოლარული რადიუსი: 6 356.8 კმ
  • საშუალო რადიუსი: 6 371 კმ
  • ეკვატორის სიგრძე: 40 075,02 კმ
  • მერიდიანის სიგრძე: 40 007,86 კმ
  • დედამიწის ზედაპირი: 510,072 მლნ კმsup>2
  • მსოფლიო ოკეანის ზედაპირი: 361,132 მლნ კმsup>2 (70,8 %)
  • ხმელეთის ზედაპირი: 148,94 მლნ კმsup>2 (29 %)
  • დედამიწის მოცულობა: 1,0832073 x 10 12 კმ3
  • დედამიწის მასა: 5,9736 x 10 24, რომელთაგან 7% წყალზე მოდის
  • დედამიწის საშუალო სიმკვრივე: 5.515 გ/სმ3
  • ჰაერის ტემპერატურა მინიმალური: -89 °C ( 184 °K ) პოლუსებზე, მაქსიმალური 57,7 °C ( 331 °K ) ეკვატორზე.
  • ჰაერის შემადგენლობა: 78.08% აზოტი, 20.95% ჟანგბადი, 0.93% არგონი, 0.038% ნახშირორჟანგი.
  • აფელიუმი: 152 097 701 კმ, 1.0167103335 ა.ე.
  • პერიფელიუმი: 147 098 074 კმ, 0.9832898912 ა.ე.
  • ექსცენტრისიტეტი: 0.016710219
  • ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარე: 29783 მ/წმ.

 დედამიწის 71% დაფარულია ოკეანეებით დანარჩენი კონტინენტებით და კუნძულებით.დედამიწა მზის ირგვლივ ერთ ბრუნს აკეთებს 365,26 დღის განმავლობაში.დედამიწის ღერძი ორბიტის სიბრტყისადმი დახრილია 23,4 გრადუსით.რაც იწვევს წელიწადის დროთა ცვლილებას.



                                               
                                                              შინაგანი აგებულება       
დედამიწა რამდენიმე თითქმის კონცენტრული შრისაგან შედგება: დედამიწის ქერქისაგან, მანტიისაგან ( ეს უკანასკნელი დედამიწის ქერქთან ერთად შეადგენს ლითოსფეროს) და ბირთვისაგან.
ეს აგებულება დადგენილ იქნა სეისმური ტალღის მიწისძვრის კერიდან ზედაპირის სხვადასხვა წერტილებამდე გავრცელების შესწავლით. სეისმური ტალღის გავრცელების სიჩქარე უეცრად იცვლება ერთი ფენიდან მეორე ფენაში გადასვლისა, რაც ფენების შედგენილობის განსხვავებითაა გამოწვეული. დედამიწის ასეთი აგებულება ადვილად იხსნება მისი ჩამოყალიბების ისტორიით – მეტეორიტების აკრეციით, რამა გამოიწვია თხევად ფაზაში მისი განშრევება სიმკვრივის კლებადობით ბირთვიდან ქერქის მიმართულებით.





 
                                                                                                                                                         

ლითოსფერო



დედამიწის ქერქი მყარი დედამიწის ზედა ნაწილია, მისი ზედაპირი ძალიან ახალგაზრდაა. მანტია გამოყოფილია სეისმური ტალღის სიჩქარის მკვეთრი გაზრდით – (მოჰოროვიჩიჩის საზღვრით. არსებობს ორი სახეობის ქერქი: ოკეანური და კონტინენტური. კონტინნეტური ქერქის აგებულებაში გამოიყოფა სამი გეოლოგიური შრე: დანალექი სარჩული, გრანიტული და ბაზალტური. ოკეანური ქერქი ძირითადად ფუძური შედგენილობის ქანებისაგან შედგება, რომელსაც ზემოდან ეკვრის დანალექი სარჩული.
დედამიწის ქერქი დაყოფილია სხვადასხვა სიდიდის ლითოსფერულ ფილებად, რომლებიც ერთმანეთის მიმართ გადადგილდებიან. ამ მოძრაობებს აღწერს ტექტონიკა.



სამყაროს გეოცენტრიული და ჰელიოცენტრული სისტემები 

                   



 როგორც ცნობილია ანტიკური ხანის მეცნიერები დედამიწას სამყაროს ცენტრად მიიჩნევდნენ. გეოცენტრულ სისტემას ქადაგებდნენ ძველი ბერძენი სწავლულები. გეოცენტრულ სისტემას ქადაგებდნენ ძველი ბერძენი სწავლულები:არისტოტელე და პტოლემე.

                                                                                                     





პტოლემესეული გეოცენტრული სისტემა



გეოცენტრული სისტემა -პირველი კოსმოლოგიური მოდელი, წარმოდგენილი კლავდიუს პტოლემეოსის მიერ რომლის დროსაც საზოგადოებას სწამდა, რომ უძრავი დედამიწა იყო როგორც უხილავი ისე ხილული სამყაროს ცენტრი, რომლის გარშემოც ბრუნავდა არა მარტო მთვარე არამედ მზეც და ვარსკვლავებიც. ეს სისტემა მეცნიერებაში დაახლოებით ათას ხუთასი წლის განმავლობაში ბატონობდა. თუმცაღა თვით ეს სისტემაც კაცობრიობას თავიდანვე არ ქონია, არამედ იხვეწებოდა საუკუნეების მანძილზე. სწორედ ამ ევოლუციის ჯაჭვის ბოლოში მდებარეობს ახალი, გელიოცენტრული სისტემის ალტერნატივა - ჰელიოცენტრული სისტემა.რეალურად გეოცენტრულმა სისტემამ კრახი განიცადა, იმის დაჯერება იმდროინდელ არც მეცნიერებს და არც რელიგიურ მოღვაწეებს სურდათ.





                             ჰელიოცენტრული სისტემა
                                                                                                  პოლონელმა მეცნიერმა ნიკოლოზ კოპერნიკმა



(1473_1543 წ.წ.) პირველმა აიტაცა ადრე გამოთქმული ცალკეული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ არა დედამიწა, არამედ მზე მდებარეობს, როგორც ცენტრალური ვარსკვლავი პლანეტთა სისტემის ცენტრში და ყველა პლანეტა მის გარშემო წრიულ ორბიტაზე მოძრაობს. კოპერნიკი ამ იდეას თითქმის 20 წლის მანძილზე ამუშავებდა მათემატიკურად ჰელიოცენტრული შეხედულების მიღებამდე




ჰელიოცენტრული მსოფლმხედველობის ცნობილი წარმომადგენელი იყო გალილეო გილეი, რომელიც საკუთარი გამოთვლების საფუძველზე დარწმუნდა ამ მსოფლმხედველობის სისწორეში. აქედან გამომდინარე, ცნობილი სწავლული ეკლესიას და მის მიერ გეოცენტრული მსოფლმხედველობის აშკარა აღიარებას დაუპირისპირდა.

No comments:

Post a Comment